„მე არ ვიცი, როგორი ვარ“

გიორგი შაღაშვილი
Делиться

გიორგი შაღაშვილი

გიორგი, თქვენ ბევრ ქვეყანაში არა მხოლოდ გიმოგზაურიათ, არამედ გიცხოვრიათ კიდეც. სხვა ქვეყნების გაცნობის შემდეგ, რა გაიგეთ, რა შეიმეცნეთ საქართველოზე ისეთი, რაც მანამდე არ იცოდით?

— ჩემი ქვეყანა გადავაფასე და ბევრად უფრო ამაყი ვარ იმით, რომ ქართველი ვარ.

— რატომ?

— იმიტომ, რომ როდესაც შორიდან აფასებ სხვა ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების სტილს და ეკონომიკურ მდგომარეობას, გგონია, რომ ყველაფერი გენიალურადაა. მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდები, დაინახავ, რომ არცთუ ისე ადვილი ყოფილა იქ ცხოვრება და გენიალურია სწორედ ჩვენი ქვეყნა — თავისი ბუნებით, ხალხით, ტრადიციებით, ადამიანური სითბოთი. ადრე საქართველოს ასე არ ვუყურებდი და ჩემი ქართველობაც პრივილეგიად არ მიმაჩნდა. დღეს სიამაყით ვაცხადებ, რომ ქართველი ვარ. დაწვრილებით

Комментарии

Пока нет комментариев.

Leave a comment